Saturday, March 31, 2012



1.     პროექტის სახელწოდება:
     თამაში - "ხელოვნების ჯაჭვი"


2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა 1–2 წინადადებით) :

     პროექტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს რომ მოსწავლეებმა გაიმეორონ ნასწავლი მასალა და გაცვალონ შეძენილი ინფორმაცია, როგორც ხელოვნების სამყაროს შესახებ ისე სხვადასხვა საგნების ინტეგრირებით. რაც მთავარია ამ ყველაფერს აქვს თამაშის სახე, ამიტომ არის სახალისო და საინტერესო.

3.     პროექტის მიზნები:
     მოსწავლეების მიერ ხელოვნების ისტორიაში ათვისებული ცოდნის ხარისხის გამოვლენა და მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება. ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ ცნობილი მხატვრების შემოქმედება, განუვითარდეთ შემოქმედებითი და კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები.                            

5.   მონაწილეთა ასაკი:
      12წლიდან - 17წლამდე


6.  ვადები/ხანგრძლივობა:
     1 თვე (ყოველ შაბათ დღეს)

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
      რამდენიმე სხვადასხვა ასაკით დაკომპლექტებილი გუნდი; ოთახი უზრუნველყოფილი კომპიუტერებით; წინასწარ მომზადებული კითხვარები და მინიშნებები; ფოტოაპარატები და სხვა საჭირო მასალა


8.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
დღე პირველი -სხვადასხვა კლასების მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში მოხვდებიან ყველა ასაკის მოსწავლეები. თითოეული ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას არჩეულ ქვეყანაზე, მოსწავლეებმა უნდა ეცადონ ქვეყანა მაქსიმალურად ამომწურავად წარმოადგინონ, სასურველი იქნება წარმოდგენილ იყოს ქვეყნის გეოგრაფიული, კულტურული, ტრადიციული, ისტორიული მხარე. უნდებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. 


დღე მეორე ბავშვებთან ერთად მოვიძიებთ ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი პორტრეტებს, რომლებსაც ჰგვანან გუნდის გოგონები. თითოეულ ჯგუფს დაევალა, მოეძიებინათ ინფორმაცია მათ მიერ შერჩეულ ნამუშევრებზე გამოსახულ ადამინებზე და ავტორებზე, აგრეთვე, გადაეღოთ ფოტოები, რომლებზეც გოგონები დაემსგავსებოდნენ სურათებზე ასახულ ქალბატონებს.


დღე მესამე - პროექტორით გაშვებული გამოსახულებისა და მასზე "დადებული" სათანადო ხმის მეშვეობით მოსწავლეები და პედაგოგები, გარკვეული ხნით, თვითმფრინავის სალონში აღმოჩნდებიან. სტიუარდესა მათ ღვედების შეკვრას სთხოვს. ეკრანზე კუნძული გამოჩნდება. სწორედ ამ დროს სალონში ერთგვარი ფორიაქი შეიმჩნევა და თვითმფრინავი კუნძულზე იძულებით ეშვება. ცოტა ხანში კუნძულის ულამაზესი პეიზაჟის ფონზე გამოჩნდება ტურისტი. იგი კუნძულზე უცნაურ გიგანტურ ქანდაკებებს აღმოაჩენს ბავშვები ასახიერებენ მსოფლიოს ცნობილ ქანდაკებებს და ყვებიან მათ ისტორიას. განხილვაში დიდი ინტერესით მონაწილეობენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური.


დღე მეოთხე სკოლის ტერიტორიაზე წინასწარ დამალული იქნება ფურცლები, რომლებზეც დაწერილი იქნება კითხვები ქრისტიანული და აღორძინების ხელოვნების შესახებ. ჯგუფებს დაურიგდებათ “მინიშნებები”, თუ სად შეიძლება კითხვების პოვნა. მაგალითად, ხელოვნების თემებზე დასმული კითხვების პასუხების პირველი ასოებისგან გამოვა სიტყვა სპორტი, რითაც მოსწავლეები უნდა მიხვდნენ, რომ კითხვა სპორტის დარბაზში იქნება, ან ბილ გეიტსის ციტატით უნდა მიხვდნენ, რომ კომპიუტერულ ცენტრში ავიდნენ, სადაც წინასწარ ჩართული კომპიუტრზე უნდა ნახონ ფაილი, რომელიც პაროლით იქნება დაბლოკილი, პაროლი კი აღორძინების ხანის ერთ-ერთი მხატვრის სახელი იქნება, პაროლის ამოცნობის შემთხვევაში მათ უკვე შეეძლებათ კითხვის წაკითხვა და მასზე პასუხის გაცემა და ა.შ. მოსწავლეებმა  ასეთი მინიშნებებით 5 კითხვა უნდა პოვონ. მოგებულად ჩაითვლება ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე სწარაფად იპოვის და სწორ პასუხებს გასცემს დასმულ კითხვებს

9.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  
        კავშირი:

 ისტორია - თამაშის რამდენიმე ნაწილის გადასალახად აუცილებელია მოსწავლეებმა წარმოადგინონ ხელოვნების შედებრების ისტორია

ისტ - მოსწავლეებს თამაშის შემდეგ ტურზე გადასასვლელად ესაჭიროებათ კარგი პრეზენტაცია რომელსაც ვერ გააკეთებენ ამ საგნის ცოდნის გარეშე

მუსიკა - კონკურსს მუდმივად აფორმებს მუსიკა მაგრამ მესამე ტურში ის თამაშის ნაწილი ხდება


უცხო ენა - მოსწავლეებს მოუწევთ კითხვების ან მინიშნებების გადათარგმნა


გეოგრაფია - პირველი ტურის გადასალახად მოსწავლეებს სჭირდებათ სხვადასხვა ქვეყენაზე გეოგრაფიული ცნობები


10. პროექტის ხელმღვანელი (მასწავლებელი):
     ირა ბოყოველი

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: 

12.პროექტის ვებ  გვერდი/ბლოგი:
     www.irabokoveli.blogspot.com